სიახლები

14-11-2018 ,,დავუთმოთ კვირეული ცნობილ მეცნიერებს!“

„მოდი, ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყვე ღირსეული და დასაფასებელი.“ ალბერტ აინშტაინი სწორედ აინშტაინის სიტყვები გაიზიარა ცნობილმა მეცნიერმა მარი სკლოდოვსკა-კიურიმ თავისი მოღვაწეობით, მან მეცნიერების მწვერვალს ნამდვილად მიაღწია იმ დროისათვის. 14 ნოემბერს ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ქიმიის მოყვარულთა კლუბი ინიციატივით ,,დავუთმოთ კვირეული ცნობილ მეცნიერებს!“ დირექციის მიერ გამოყოფილ კუთხეში მოეწყო პირველი გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ცნობილ მეცნიერს მარია კიურის. კლუბის STAFF–მა გადაწყვიტა აქვე ყოფილიყო მოკლე, თუმცა საინტერესო ინფორმაცია კონკრეტული მეცნიერის შესახებ. სწორედ ამ კედელთან დავაფიქსირეთ მოსწავლეები და მასწავლებლეებიც, რომლებმაც გამოხატეს დაინტერესება აღნიშნული მეცნიერით...მართალია ინტერნეტში მუდმივად შეუძლია მომხმარებელს მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, მაგრამ კლუბის წევრები ასე უფრო შეახსენებს საზოგადოებას დიდ მეცნიერებს! მადლობას ვუხდით ყველას თანამშრომლობისთვის!

ნანახია 1802-ჯერ